თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა...
გულს კი მოაწყდა დარდი,
ცა მოიღრუბლა ალბათ იწვიმებს...
ჩემს ცრემლებს წვიმა წაშლის.
გავყვები მერე წვიმიან ქუჩას...
როგორც მიყვარდა მაშინ...
ადრე... წვიმაში გულს უხაროდა,
დღეს კი აივსო დარდით.
იწვიმე ცაო, ძლიერ იწვიმე...
არ მოგერიდოს არვის...
ალბათ შენს გულსაც დარდი აწუხებს,
ცრემლები მიტომ დაგდის.
ისე იწვიმე... რომ მთლად დავსველდე...
ჩემს ცრემლს შევურევ შენსას...
ვერვინ მიხვდება მე რა მატირებს...
და ვიტყვი... რომ ეს შენ ხარ....
Comments
Post a Comment