დავხატე ზეცა, შიგ ჩავატიე ფერები ყველა
დავხატე გრძნობა მაგრამ დარდები ვერ გამინელა
დავხატე ქალი, ქალი ლამაზი, ქალი არსება
დავხატე გულის გრძნობით აღვსება.
დავხატე დროის შავი წარსული
დავხატე ყველა ჩემგან წასული,
დავხატავ მალე მომავლის წუთებს
საფუძვლად დიდი გრძნობა რომ უდევს
დავხატავ ღამეს ოღონდ თეთრებში
შენ სად გეძებო რომელ ფერებში??
დავხატავ გულის ყველა იარებს
აჩრდილებივით რომ გაიარეს.
დავხატავ თოვლის შავ აღსარებას
მიწაზე კვდომა როცა მოუწევს
დავხატავ წვიმის იმ ამბოხებას
ღრუბლებს წვეთებმა. რომ წამოუწყეს.
დავხატავ ყველა წარსულის ვალებს
ცოდვად რომ აწევს შენს ლამაზ თვალებს
დავხატავ ყველა თავდახრილ სანთელს
თვით ამნთებიც რომ, ვერ უმხელს სათქმელს
დავხატავ ყველა სიტყვებით მხატვარს
ფუნჯად საწერი რომ მოუწყვია
დახატულია ყველა მხატვარი
ვისაც ფერები გულში უწყვია.

Comments

Popular Posts