მცოდველობა.

მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მიერ, მაგრამ მათ მიმართ განრისხება ან გულისწყრომა არ ეგების, რადგან რისხვა ვნების შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ, არათუ - განმსჯელობისა და სიმართლის ნიშნით. ამასთან, არც ის გვმართებს, რომ ვიწონებდეთ არაჯეროვნად შემწყნარებლებს, თუმცა კი სწორედ სიკეთისა და სიმართლის გამო უნდა ვსჯიდეთ უკეთურებებს და არა - იმ რისხვის გამო, თვით ჩვენივე ვნება რომ არის

Comments

Popular Posts