პოეზია
ახ, ნუ შეახებთ ხელს ჩანგის სიმებს,
ქნარი მწუხარედ აწკრიალდება,
ციურ კაეშნით ზედ დასციმციმებს
მას უკვდავების ნაზი ღვთაება.
არ ვიცი რისთვის, განთიადისას
მე მან გადმომცა წკრიალა ქნარი
და ყოველ წინსვლას მგოსნის ჰანგისას
თავს დაჰფარფატებს, როგორც სიზმარი.
ნუ, ნუ გათელავთ ფეხქვეშ შვენებას,
ნუ შეურაცხყოფთ დიდების ტაძარს -
ბედით რჩეულთა წრფელ მისწრაფებას,
მათ იმედის სხივს და თავშესაფარს.
ნუ მეუბნებით, რომ განთიადზე,
უღვთოდ წამებულს, აღმოხდა სული,
არა! ის ცოცხლობს! ჩვენს მიმკრთალ ცხადზე
უფრო წარმტაცი და დიდებული!
Comments
Post a Comment