მარსი
გზაზე არ მოჩანს არსით,
მხოლოდ ქარი ჰქრის ნელა,
ცაზე ანათებს მარსი
და ქვეყანაზე ბნელა.
ცაზე სანთლები დარგეს,
ნისლში მოძრაობს არსი,
მძინარ მდინარის სარკეს
დასჩერებია მარსი.
სულ სხვანაირად იცავს
მის რონინებას თარსი,
უახლოვდება მიწას
და ისევ ჰქრება მარსი.
Comments
Post a Comment