ეфემერა - ეს არის სიტყვა საშინელი და უკანასკნელი.
რა არის სადმე უფრო მძიმე, უფრო ჩამკირველი
შთაბეჭდილება? - სიკვდილი? არასდროს.
თანდათან ნელდებიან ყველა ქვეყნიური ხმები.
მალე გამეფდება სამარისებური სიჩუმე.
სულ ერთია, როგორ მიდიან ეფემერული დღეები
და ღამეები - დილა თუ საღამო. არვინ არ ელის
გაღვიძებას, ახალ შეხვედრას, მომავალ აღდგომას.
ღვთაებრივი ისტერია იყო უკანასკნელი,
რომელსაც კიდევ ახსოვდა ეაემერა.
ეაემერა! ღვთაებრივი ისტერია შეუგნებლად
გიგონებს შენ მილიარდი წლების განმავლობაში.
ეფემერა! შენზე მწუხარებით იგი მზერა და
პლანეტებს გიგანტიურ ნამსხვრევების ყორედ აქცევს -
ეფემერა! ასეთად დასტოვებს იგი ქვეყანას
მარადისობისათვის.
ეფემერა! არის განა ქვეყნად რაიმე, რომელიც
ისმოდეს უფრო უდიადესად, უნუგეშებლად,
უგულწრფელესად - ვინემ ხმა - ეфემერა!
Comments
Post a Comment