კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ,
  სულსაც, სხეულსაც, ნიჭსაც და ზნესაც.
სჭირდება, ვინაც ხარობს ან დარდობს,
   სჭირდება სიბრძნეს, სიმღერას, კვნესას.
ეჰ, ღმერთო ერთო, არა ეჭვ-ჭმუნვით ,
   ისევ იმ ლოცვით, იმედით, თმენით,
  შენგან ბოძებულ სამშობლოს ვუვლი,
     დღეთა ღამებით, ღამეთა თევით. 

Comments

Popular Posts